“12 წელია ოპოზიცია დაუნდობლად იდევნება” – სევდია უგრეხელიძის გამოსვლა ევროსაბჭოზე

„დეკლარაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი ” – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე პრეზიდენტმა, სევდია უგრეხელიძემ ევროპის საბჭოს კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც სევდია უგრეხელიძემ კონგრესმენებს განუცხადა, დეკლარაციაზე მხარდაჭერით, ისინი ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს.
„დღეს ჩვენ განვიხილავთ დეკლარაციას საქართველოს შესახებ, რომელიც ასახავს უცხოური გავლენის შესახებ კანონის შედეგად გამოწვეულ დემოკრატიულ უკუსვლას და პოლარიზაციას. ის შეახსენებს ხელისუფლებას იმ ვალდებულებების შესახებ, რაც საქართველოს ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით აქვს აღებული და გამუდმებით ირღვევა. 12 წლის განმავლობაში ოპოზიციის წევრები დაუნდობელ დევნას განიცდიან. ხოლო პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც პუტინის გეგმები წლების წინ იწინასწარმეტყველა, უსამართლო პატიმრობაში იმყოფება. გაზაფხულზე ორი თვის განმავლობაში მსოფლიო მედია მოცული იყო ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დამტვრეული და დასახიჩრებული დემონსტრანტებისა და თბილისის სისხლით გაჟღენთილი ქუჩების ფოტოებით. მათთვის ეს დეკლარაცია თანადგომის გამომხატველია. ქართველმა ხალხმა იცის, რომ მათ თავად უნდა გააკეთონ ევროპული არჩევანი და გადაარჩინონ ქვეყანა ს აგრესიული და კორუმპირებული სისტემის მარწუხებისგან. დეკლარაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ დეკლარაციას, რადგან ამით თქვენ მხარს დაუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს.“- განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი – სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, პარლამენტიც არალეგიტიმურია – მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს