“12 წელია დაისვენა ქვეყანამ” – რა თქვეს პრემიერთან შეხვედრაზე მისულმა ბიზნესმენებმა ჟურნალისტებთან

“ვრ ჰოლ­დინ­გის” დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ნო­ში­კო ნა­მო­რა­ძემ ჟურ­ნა­ლისტს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე განუცხადა, რომ 12 წე­ლია და­ის­ვე­ნა ქვე­ყა­ნამ, არც ომში ხარ და არც უკ­რა­ი­ნის სი­ტუ­ა­ცია არ გვაქვს.

“12 წე­ლია და­ის­ვე­ნა ქვე­ყა­ნამ, არც ომში ხარ და არც უკ­რა­ი­ნის სი­ტუ­ა­ცია არ გვაქვს. მოგ­წონს, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა? უკ­რა­ი­ნა მოგ­წონს?

გე­კი­თხე­ბი, მოგ­წონს უკ­რა­ი­ნა­ში რაც ხდე­ბა? რა უქ­ნეს ქვე­ყა­ნას, ნა­ხეთ? იგი­ვე გინ­და, რომ აქ იყოს? აწი­ო­კე­ბა გინ­და ამ ქვეყ­ნის? არ გა­მო­გი­ვა,“ – გა­ნა­ცხა­და მან.

“ზუს­ტად ყვე­ლა­ფე­რი გა­მიზ­ნუ­ლად მოხ­და იმი­სათ­ვის, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ იქ. და­ტო­ვეს სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად… არ ვარ ძა­ლა­დო­ბის მომ­ხრე, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს და­სა­წყი­სი და ყვე­ლა­ფერს აქვს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლო­ბა.

ახლა ავალ პრე­მი­ერ­თან. რომ ჩა­მო­ვალ, გე­ტყვით ჩემს სათ­ქმელს,“ – გა­ნა­ცხა­და ნა­მო­რა­ძემ.

“ჩვე­ნი ყვე­ლას პო­ზი­ცია ის არის, რომ რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გა­ა­კე­თოს, უნდა გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯი იმის­კენ, რომ ყვე­ლა დამ­შვიდ­დეს და თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, რომ კომ­პრო­მი­სუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გას – ესეც უნდა გა­და­იდ­გას.

“მე ერ­თა­დერ­თი შე­მიძ­ლია ის ვთქვა, რომ ჩვენ, აე­რო­პორ­ტს სტა­ბი­ლუ­რო­ბა გვჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებთ ამ პლატ­ფორ­მას იმის­თვის, რომ ჩვე­ნი აზრი და­ვა­ფიქ­სი­როთ ბიზ­ნეს­მა. ხომ იცით რომ და­ვა­ფიქ­სი­რებთ? ბიზ­ნეს­ზე ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა. ჩემს გარ­და 80-100 კა­ცია, თუ მო­მე­ცა აზ­რის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­ფიქ­სი­რებ.

მე პო­ლი­ტი­კა­ში ვერ ჩა­ვე­რე­ვი. მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ ქვე­ყა­ნას და ჩვენს ბიზ­ნესს – ავი­ა­ცი­ას სიმ­შვი­დე და სტა­ბი­ლუ­რო­ბა სჭირ­დე­ბა. თუ ამის­თვის ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი, ეს ნა­ბი­ჯი უნდა გა­და­იდ­გას.თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე გაგ­რძელ­და ინ­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში ბიზ­ნეს­ზე აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და თეა ზა­ქა­რი­ძემ.

“ბიზ­ნესს, 2000-ზე მეტ კომ­პა­ნი­ას, მათ შო­რის ჩვენს კომ­პა­ნი­ა­საც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გვაქვს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სას­წრა­ფოდ დე­ეს­კა­ლა­ცია. ამის­თვის მო­თხოვ­ნი­ლი გვაქვს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და პა­ტიმ­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბა. მო­ვუს­მენთ და ალ­ბათ, მათ­გა­ნაც მი­ვი­ღებთ პა­სუხს“, – გა­ნა­ცხა­და ბესო ორ­თო­ი­ძემ.

“დამ­პა­ტი­ჟეს და მო­ვე­დი. 30 წე­ლი­წა­დია, ასეთ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რობს ეს ქვე­ყა­ნა, ჩვენც მათ შო­რის. ახლა მინ­და, გა­ვი­გო, მო­მა­ვალ­ში ჩვენ რა გვე­ლო­დე­ბა, რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა, რო­გორ მივ­ხე­დოთ ეკო­ნო­მი­კას. ლა­რის კურ­სზე რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­ტე­ვა, ეს სწო­რად მი­გაჩ­ნი­ათ თქვენ? – ეს ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბი, 30 წელი ნა­კუწ-ნა­კუწ ვაგ­რო­ვეთ ეს ქვე­ყა­ნა, ეკო­ნო­მი­კა და ლარი. ჩა­მო­ვაქ­ცი­ოთ ლარი – მეს­მის მო­თხოვ­ნე­ბი და არ ვუ­ერ­თდე­ბი ამ მო­თხოვ­ნას, რომ ლარი ჩა­მო­ვაქ­ცი­ოთ.

მე არ ვიცი პო­ლი­ტი­კა ბიზ­ნეს­მენ­მა და პო­ლი­ტი­კოს­მა თა­ვის საქ­მეს უნდა მი­ხე­დოს, ოღონდ ისე, რომ მე ვიყო კმა­ყო­ფი­ლი. მე არ ვუ­ერ­თდე­ბი პე­ტი­ცი­ას“, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი იაშ­ვილ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი ბესიკ ხარძიანის ადვოკატს: იცოდით, რომ საპატიმროებში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ნახეთ, რომ პატიმარი უყო დათრგუნული და მიუხედავად ამისა,დ არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ამ საქმისთვის ხელი არ მოგეკიდათ?

2011 წელს ბესიკ ხარძიანთან წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით ადვოკატი ციხეში შეუშვეს კანონის დარღვევით ბზობა დღეს (კვირას), როდესაც, როგორც წესი ადვოკატებს ციხეში შესასვლელად და მინდობილობის გასაფორმებლად არ სცალიათ