12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს – ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა – ნამორაძე

12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს – ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა! – ასე მიმართა “ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებელმა, ნოშიკო ნამორაძემ ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე.
„12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს. მოგწონს, რაც უკრაინაში ხდება? მოგწონს? გეკითხები, მოგწონს უკრაინაში რაც ხდება? რა უქნეს ქვეყანას, ნახეთ? იგივე გინდა, რომ აქ იყოს? აწიოკება გინდა ამ ქვეყნის? არ გამოგივა,“ – განაცხადა მან.
ნამორაძემ საქართველოში მიმდინარე აქციების კომენტირებისას განაცხადა, რომ ძალადობის მომხრე არ არის, „მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და მიზანმიმართულობა“.
„ზუსტად ყველაფერი გამიზნულად მოხდა იმისათვის, რომ ახალგაზრდები საზარბაზნე ხორცად დაეტოვებინათ იქ. დატოვეს საზარბაზნე ხორცად… არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს მიზანმიმართულობა. ახლა ავალ პრემიერთან. რომ ჩამოვალ, გეტყვით ჩემს სათქმელს,“ – განაცხადა ნამორაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში