12 ქვეყანა ს ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას გეგმავს

გაერთიანებულნი ვართ საერთო გადაწყვეტილებაში, გადავდგათ შემდგომი კოორდინირებული ნაბიჯები ს ჩრდილოვანი ფლოტის მოშლისა და შეკავებისთვის, მის მიერ წარმოქმნილ რისკებთან დასაპირისპირებლად, ერთად ვიმუშაოთ უკანონო ოპერაციების თავიდან ასაცილებლად და რუსეთის ხარჯების გაზრდის მიზნით, – ამის შესახებ 12 ევროპული ქვეყნის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, ჩრდილოვანი ფლოტი საფრთხეს უქმნის გარემოს, საზღვაო უსაფრთხოებას და საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობას, ასევე საერთაშორისო საზღვაო კანონსა და სტანდარტებს.
„ის ასევე მუშაობს ჩვენი სანქციების გვერდის ავლასა და მათი გავლენის შერბილებაზე. მონაწილე სახელმწიფოების მიერ შეგროვებული ინფორმაცია, მათ შორის იმ გემებთან დაკავშირებით, რომლებიც გადაწყვეტენ არ უპასუხონ მოთხოვნებს, შეფასდება და დამუშავდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ჩრდილოვანი ფლოტის გემებს და მათ ხელის შემწყობებს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ანგარიშვალდებული გავხადოთ ისინი, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებული ქმედებებით იმ რისკებისთვის, რასაც წარმოადგენენ და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უწევენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: , , ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“