12 უკრაინელი ბავშვი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სახლებში დააბრუნეს

12 უკრაინელი ბავშვი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, Bring Kids Back UA ინიციატივის ფარგლებში, საკუთარ სახლებში დააბრუნეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„მათ შორის არიან ბავშვები, რომლებმაც გადაიტანეს გაუსაძლისი განსაცდელი: 16 წლის გოგონა, რომელმაც დედა დაკარგა საოკუპაციო რეჟიმის მედიცინის დაუდევრობის გამო, 17 წლის მოზარდი, რომელიც რუსეთის ჯარში გამოიძახეს, ბავშვები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ რუსიფიკაციის მცდელობებს „საგანმანათლებლო ბანაკებში“, ასევე 8 წლის გოგონა, რომლის წართმევა მამისთვის იმის გამო სცადეს, რომ მან რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე უარი თქვა“, – წერს ერმაკი.
უკრაინული ონლაინ პლატფორმა Bring Kids Back UA-ის არხებზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკანონოდ 19 546 ბავშვი გაიყვანეს. აქედან სახლებში, ჯერჯერობით, 1 037 ბავში დააბრუნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო