12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომლის ტერიტორიაზეც მილი გასკდა და მზიურის ნაწილი დატბორა, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძეს უკავშირდება

12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომლის ტერიტორიაზეც მილი გასკდა და მზიურის ნაწილი დატბორა, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძეს უკავშირდება | მზიურის პარკის ნაწილის დატბორვის ვიდეო დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, მანამდე კი, რამდენიმე დღის წინ, მთავარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ტყემელაძემ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, მიიღო გადაწყვეტილება, მისი ყოფილი სახლი ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების პროგრამაში აღმოჩენილიყო და ახლა კალაძის ბრძანებით, უკვე როგორც ვიცე-მერი აკონტროლებს თავისივე განკარგულების აღსრულებას.
🔴 თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და თბილისის მოქმედი ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე თბილისში, ჭავჭავაძის 21ა-ში მდებარე 198 კვ.მ და 159 კვ.მ ბინების 50%-ს და ამავე მისამართზე მდებარე 1442 კვ.მ მიწის 25%-ს ფლობდა – აღნიშნული უძრავი ქონება გიორგი ტყემალაძის სამომავლო დეკლარაციაში სავარაუდოდ აღარ მოხვდება, რადგან ტყემალაძეების ოჯახმა სახლი გაასხვისა და მიმდინარე წლის აპრილიდან მესაკუთრე შპს “ჰაუსარტ მზიური პლაზაა”, კომპანიამ ბოლო 6 თვეში სახლის დემონტაჟის ნებართვაც მიიღო, განახორციელა კიდეც და მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ადგილზე კორპუსის აშენების მცდელობა, როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდიდან ჩანს, ადრეც იყო, ამისთვის თანხმობებიც არის მიღებული, კ-2 კოეფიციენტიც 3.5-დან 4.2-მდე გაიზარდა, თუმცა რატომღაც არ განხორციელდა. ამჟამად კი კომპანია ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს, რომლის 3 სართულიც მიწისქვეშ იქნება, 12 კი მიწის ზემოთ.
🔻 მიმდინარე წლის მაისში თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კიდევ ერთხელ ამჯერად 6.4-მდე გაზრდილიყო და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლებისთვის თბილისის მერიას შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად თანხმობა მიეცა. 20 მაისს გამოცემულ განკარგულებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე აწერს ხელს.
📍 10 ივნისს კი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ ბრძანება უკვე თბილისის მერმა მ გამოსცა და ბრძანების შესრულებაზე კონტროლი ვიცე-მერს დაავალა, რომლის პოსტსაც 21 მაისიდან გიორგი ტყემალაძე იკავებდა. რაც შეეხება თავად შპს ჰაუსარტ მზიური პლაზას, კომპანიის დირექტორი და 100%-ის მფლობელი დიმიტრი ვაჩნაძეა. რომელიც წილებს სხვადასხვა კომპანიებში ფლობს