1:2 “მორნართან”. ფრესთანაც ახლოს ვიყავით – თბილისის “დინამოს” მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია [VIDEO]

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ გასვლაზე „მორნართან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, რის შემდეგაც ორი გოლი გაუშვეს. ჯერ დურიშიჩმა საჯარიმოდან 30 მეტრიდან გაიტანა, მერე კი დაცვის ცენტრის შეცდომის შედეგად ვუშუროვიჩი მეკარე მაქაცარიასთან პირისპირ გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. მეორე ტაიმში „დინამო“ უპირატესობას დაეუფლა, შეცვლაზე შესულმა სხირტლაძემ და სამუშიამ თამაში გაამწვავეს. 84-ე წუთზე ხვადაგიანთან უხეშობისთვის მსაჯმა პირდაპირი ბარათით მონტენეგროელი სერატლიჩი გააძევა. მერე მეტოქის საჯარიმოში წაქცევისთვის არბიტრმა პენალტი არ დანიშნა, კომპენსირებულ დროში კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს უგრეხელიძემ მეტოქის კარში
მიუჩინა ადგილი, ბოლოს ხვადაგიანმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა და შეხვედრაც დასრულდა.
საპასუხო დაპირისპირება 18 ივლისს ჩატარდება და ანგარიშიდან და მოწინააღმდეგის დონიდან გამომდინარე, ფელდჰოფერის ახალგაზრდულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის ურიგო შანსი როდი აქვს.
მორნარი – დინამო (თბ) 2:1
გოლები: 1:0 დურიშიჩი (20), 2:0 ვუშუროვიჩი (22), 2:1 უგრეხელიძე (90+4)
გაძევება: სერატლიჩი (84, მორნარი)
დინამო (თბ): მაქაცარია, კალანდაძე, ხვადაგიანი, ხარებაშვილი (ბაგრატიონი 81), სანტისი, ოსიყმაშვილი (მოისწრაფიშვილი 70), ლომინაძე (სხირტლაძე 46), სიმონი, უგრეხელიძე, ცეცხლაძე (სამუშია 46), სალია (იობაშვილი 70)
ეხლა მოვსერჩე და ეს მორნან ბარი ყოფილა პატარა ქალაქ ბარის გუნდი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 15 000 ადამიანია, თავისი სტადიონიც კი არ აქვს გუნდს, რომელზეც ამ დონის თამაშს ჩაატარებს.
ტიპებს რა დაბალი მეკარე ყავდათ, ალბათ 1.78 სმ იყო მაქსიმუმ. აქ რომ გვექნება თამაში, ეგ მაინც გამოიყენეთ, 7 დარტყმულიდან 5 გავა. იქნებ ეს მესიჯი ნახოს ვინმემ და იფიქროს რაც დავწერე