12 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე 55 მლნ ევრო დაიხარჯება

თბილისის მეტროს 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე 55 მლნ ევრო დაიხარჯება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
„რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 ესკალატორს. გაუმჯობესდება შშმ პირებისთვის მეტროსადგურების ხელმისაწვდომობა, განახლდება სადრენაჟე, ვენტილაციის, მგზავრთა საინფორმაციო და სატელეფონო კავშირის სისტემები. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში, ესკალატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო და მართვის პანელები, მომზადდება დანარჩენი პროექტები მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ