12 ივლისს ბიზნეს დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

12 ივლისს, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მეთვრამეტე ცერემონია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოება, რომელიც საქართველოში ტარდება.
„ბიზნესის გარდა, კავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სახელოვნებო სფერო წარმოადგენს. 2017 წლიდან შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საპატიო ჯილდო – ადამიანი ისტორია- Person-history და Bests of Georgia გადაეცემათ პირებს, რომლებმაც ისტორიული კვალი დატოვეს თავიანთ სფეროში მოღვაწეობით და მსოფლიოს მასშტაბით ხელი შეუწყვეს საქართველოს პოპულარიზაციას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ჯილდოს მფლობელები არიან: ელდარ შენგელაია, რობერტ სტურუა, , ჯემალ ჭკუასელი, ნონა გაფრინდაშვილი. ასევე, ვატო კახიძე, , ეკა მამალაძე და სხვა;
წელს ღონისძიებაზე ჯილდო Person-History გადაეცათ მარიკა კვალიაშვილს და თათული დოლიძეს.