12-დღიანი პატიმრობის შემდეგ ლევან ზაზაძე თავისუფალია

რუსთაველის გამზირზე, 21 აპრილს დაკავებული ლევან ზაზაძე თავისუფალია. მან ავჭალის იზოლატორი 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ ცოტა ხნის წინ დატოვა.
ლევან ზაზაზე ერთ-ერთია, ვინც 21 აპრილს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ზაზაძე აღდგომის საღამოს პოლიციის მიერ დაკავებული გიორგი ორთოიძეს და მიხეილ სამხარაძის მხარდასაჭერად იყო მისული. ლევან ზაზაძეს რეჟიმი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ზაზაძეს პატიმრობა მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით შეეფარდა.
ფოტო: ნანუკა ჟორჟოლიანი

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – მიკვირს, როგორ იკადრა ირანის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა და მაკა ბოჭორიშვილი არ დაიბარა საელჩოში – რაც შეეხება დოდონის ვიზიტს, ახლა პლახოტნიუკი მოვიწვიოთ გამოცდილების გაზიარების მიზნით