113-მდე გაიზარდა უკრაინის ზაპოროჟიეზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაჭრილთა რიცხვი

113 ადამიანამდე გაიზარდა მართული ავიაბობმებით რუსეთის მიერ უკრაინის ზაპოროჟიეზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაჭრილთა რიცხვი. საავადმყოფოებში გადაყვანილია 59 დაჭრილი, მათგან ათი მძიმე მდგომარეობაშია – იუწყება ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.
დაღუპულია 13 ადამიანი.
ქალაქ ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს ოთხშაბათს, 8 იანვარს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დღის 4 საათზე. დარტყმა განხორციელდა ქუჩაზე, სადაც ქვეითების და ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა იყო. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საწარმო და ქალაქის სხვა ინფრასტრუქტურა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია იერიშის შედეგები, მათ შორის დაღუპული და დაჭრილი ადამიანები და ხანძარი, რომელიც ადმინისტრაციულ შენობას გაუჩნდა.
ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. “არაფერია იმაზე სასტიკი, როგორიცაა ავიაბობმები ქალაქზე, იმის გაცნობიერებით, რომ დაზიანდებიან ჩვეულებრივი, სამოქალაქო პირები” – წერს პრეზიდენტი.
ზაპოროჟიეში გლოვაა გამოცხადებული.
რუსეთის ხელისუფლებას განცხადება არ გაუვრცელებია დარტყმის შესახებ ცნობებზე.
ზაპოროჟიეს რამდენიმე ათეული კილომეტრი აშორებს ფრონტის ხაზს და ის რეგულარულად ხდება რუსეთის დარტყმების სამიზნე. ერთ-ერთი დარტყმა ახალი წლის ღამესაც განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)