112 500 რუსი ჯარისკაცი მოკვდა 2025 წელს და 8 000 ჯარისკაცი დაკარგა უკრაინამ – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, პლატფორმა Truth Social-ზე წერს:
„ამ წამს შემატყობინეს, რომ ამ თვეში თითქმის 20 000 რუსი ჯარისკაცი მოკვდა უკრაინის წინააღმდეგ უაზრო ომში. რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა წლის დასაწყისიდან. ეს ბევრი არასაჭირო სიკვდილია! თუმცა, ც ძალიან დაზიანდა. მათ დაახლოებით 8 000 ჯარისკაცი დაკარგეს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან და ეს მათ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს არ მოიცავს. უკრაინამ ასევე დაკარგა სამოქალაქო პირები, მაგრამ ნაკლები რაოდენობით, მაშინ როცა რუსულ რაკეტები ეცემა კიევსა და სხვა უკრაინულ ადგილებს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო – ეს ბაიდენის ომია, ტრამპის არა. აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, ვნახო თუ შემიძლია მისი შეჩერება!“ – წერს ტრამპი.