112 დრონი და 2 „ისკანდერი“ – ზე ს მორიგ შეტევას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა

რუსეთის ჯარებმა ზე მორიგი შეტევისთვის, რომელიც 5 მარტის ღამიდან დაიწყო, 2 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“ და სხვადასხვა ტიპის 112 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.
ეს მონაცემები დღეს, 6 მარტს დილით გამოაქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ. მისი ინფორმაციით, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 68 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, ს, სუმის, კიროვოგრადის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქებში, ხოლო 43 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ს მორიგი შეტევის შედეგად დაზარალდნენ ოდესის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები.
6 მარტის დილის 11 საათის მდგომარეობით ცნობილია, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნაწილობრივ დაინგრა სასტუმროს შენობა და დაზიანდა 14 მრავალბინიანი სახლი, ფოსტა და 12 მაღაზია.
უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, ქალაქ სუმიში ერთი ადამიანი დაიღუპა. ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული დრონებით მასირებული შეტევის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა, დაზიანებულია ენერგოობიექტი, კერძო სახლი და ადმინისტრაციული შენობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“