“112 “-დან შეტყობინებას რომ მივიღებთ, ანუ მთელმა საქართველომ ქვეყანა უნდა დავტოვოთ?” – მარიტა გუტაშვილი ხელისუფლებას

9!.. ცხრა სიცოცხლე… ბევრია…
და ჯერ კიდევ არ ვიცით რა და ვინ იქნება შემდეგი.. როდემდე?? “112 “-დან შეტყობინებას რომ მივიღებთ უხვი ნალექია მოსალოდნელიო, ანუ მთელმა საქართველომ ქვეყანა უნდა დავტოვოთ? არ ვიცით საიდან რა გადმოვარდება ან დაგვეცემა და ეგრე გამოდის. სულ ეგ განცდა მაქვს რომ ხალხი უნდა გარბოდეს, მაგრამ სად?! ან რატომ?! სახლებიდან რატომ უნდა გავრბოდეთ? საქართველოს მთავრობა 112 Georgia/112 საქართველო ს მერე მილიონი შეტყობინება მომდის ამინდის პროგნოზებთან დაკავშირებით, რასაც ამ ციფრული განვითარების ხანაში, ისედაც , უთქვენოდაც ვიგებთ. სამწუხაროა , რომ მეტს ვერ “ვაანალიზებთ” ან , კიდევ უარესი, “გვეზარება” უფრო მეტის გაკეთება. გამოდის ბედის ანაბარად ვტოვებთ მოსახლეობას, მერე ვეტყვით – ჩვენ ხომ გაგაფრთხილეთო. ნუ გვაჩვენებთ თავებს ვითომ მოსახლეობაზე ზრუნავთ. ეგ არაა საქმის კეთება… p.s. საქართველოს ვუსამძიმრებ სოფელი ნერგეეთის ტრაგედიას.
ცოცხლად გადარჩენილ ოჯახის წევრებსა და მთელ სოფელს გამძლეობას გისურვებთ

ასევე დაგაინტერესებთ