“11 წლის გოგონას გაუპატიურებაში მამინაცვალს ბავშვის დედა პირადად ეხმარებოდა” – თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაული

“კუ­რი­ე­რის” თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. კერ­ძოდ, მათი ცნო­ბით, მა­მი­ნაც­ვალს 11 წლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბავ­შვის დედა პი­რა­დად ეხ­მა­რე­ბო­და. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც მე­ზო­ბელ­მა პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა, რად­გან სახ­ლი­დან ყვი­რი­ლის ხმა ის­მო­და. რო­გორც ირ­კვე­ვა ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო, როცა სახ­ლი­დან ხმა­უ­რი ის­მო­და და მე­ზობ­ლებს იქი­დან ბავ­შვის ტი­რი­ლის ხმა სხვა დრო­საც გა­უ­გი­ათ.
გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 33 წლის მა­მი­ნაც­ვა­ლი მო­ზარდს სის­ტე­მა­ტუ­რად აუ­პა­ტი­უ­რებ­და, მათ შო­რის, სა­ვა­რა­უ­დოდ, დე­დის თან­დას­წრე­ბით.
ბრალ­დე­ბულ ქალს გუ­შინ სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ძა­ლა­დე მა­მი­ნაც­ვალს, მას 19 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­უ­ფარ­დეს, თუმ­ცა “კუ­რი­ე­რის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, პე­დო­ფი­ლი­ა­ში მხი­ლე­ბულ კაცს მალე ბრალს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­უმ­ძი­მე­ბენ, ამ­ჯე­რად, ტრე­ფი­კინ­გის მუხ­ლით.
ასე­ვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ რომ კაცი სა­კუ­თარ გერს ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მუ­ქა­რით თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მა­თხოვ­რო­ბა­საც აი­ძუ­ლებ­და. 11 წლის ბავ­შვის მიერ მო­წყა­ლე­ბით გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ თან­ხას კი მთლი­ა­ნად მა­მი­ნაც­ვა­ლი გან­კარ­გავ­და. არას­რულ­წლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც მას­თან ფსი­ქო­ლო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ.
ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი ამ­ბობს, რომ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი დედა და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის საქ­მის არ­სე­ბით გან­ხილ­ვას სა­სა­მარ­თლო, სა­ვა­რა­უ­დოდ, თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…