11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს პენსიონერს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ გამოაცხადა.
სასამართლო პროცესზე 71 წლის კაცი ამტკიცებდა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. როგორც სასამართლო სხდომის დასრულებსი შემდეგ პროკურორმა განაცხადა, დაკავებული წარდგენილი ბრალდების არცერთ ნაწილში ბრალს არ აღიარებს.
სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებია დაგეგმილი, ასევე შესაბამისი სპეციალისტები აგრძელებენ მუშაობას დაზარალებულთან.
დაკავებული პენსიონერის ადვოკატი ბრალდებულსა და არასწულწლოვანს შორის არსებულს გარკვეულ კონფლიქტზე საუბრობს. უფლებადამცველის თქმით, დაკავებული პენსიონერი ამბობს, რომ არასრულწლოოვანმა ყველაფერი სწორედ ამ კონფლიქტის ნიადაგზე გამოიგონა.




