11 წლიანი მმართველობის მე-6 პრემიერი – “ქართული ოცნების” ყრილობა და საკადრო გადაადგილებები მმართველ პარტიაში

“ქართული ოცნების” რიგით მერვე ყრილობის მთავარი მოვლენა წინასწარ იყო ცნობილი, განსხვავებით წინა პარტიული შეკრებისგან. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ყრილობის დაწყებამდე პოლიტსაბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარუდგინა.
ყრილობა ირაკლი მ გახსნა და დელეგატებს პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევისკენ მოუწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც “ქართული ოცნების” ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ყრილობის დელეგატებს ახალი სტატუსით პირველად მიმართა, თუმცა იყო ძველის გახსენებაც – პოლიტიკური წარსულის და საუბარი გუნდის პრიორიტეტებსა და სამომავლო გამოწვევებზე.
ახალი ამოცანების მთავრობიდან გამკლავება უკვე ახალ პრემიერს მოუწევს. ს უკვე წინამორბედმა და დღეიდან პარტიის თავმჯდომარემ, წარმატება უსურვა და თანადგომა საჯაროდ აღუთქვა.
გაცვალეს ტრიბუნები და თანამდებობის გაცვლა ერთმანეთს დელეგატების წინაშე საჯაროდ მიულოცეს. ამის შემდეგ, ყრილობაზე ირაკლი კობახიძე უკვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში წარსდგა. გამოსვლის დასაწყისშივე აქცენტი პარტიის ერთიანობასა და არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებაზე გაკეთდა.
მომავალი პრემიერი სამთავრობო გეგმას პარლამენტს წარუდგენს.
ყრილობა დახურულად გამოცხადდა ისე, რომ სიტყვით “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე არ გამოსულა. ყრილობის დღის წესრიგი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მხოლოდ ირაკლი კობახიძის და ს საჯარო მიმართვებს ითვალისწინებდა. სწორედ მათთან ერთად შევიდა პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დარბაზში , რომელმაც დღეს მედიასთან კომენტარისგანაც თავი შეიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში