11 უკრაინელი ბავშვი კატარის შუამავლობით ოჯახებს დაუბრუნეს

რუსეთიდან და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან თერთმეტი უკრაინელი ბავშვი ოჯახებს დაუბრუნდა, – ამის შესაებ უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარი, დმიტრო ლუბინეცი სოციალურ ქსელ X-ზე იუწყება.
„6 გოგონაა, მათ შორის 2 წლის ტყუპები და და 5 ბიჭი. ყველაზე უმცროსი დაბრუნებული ბავშვი 2 წლისაა, ყველაზე უფროსი 16 წლის“, – წერს ლუბინეცი.
ბავშვები ოჯახებს კატარის შუამავლობითა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაუბრუნდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ