11 მოკლული და 30-ზე მეტი დაშავებული – თავდასხმის ბოლო ცნობები პრაღიდან
11 მოკლული და 30-ზე მეტი დაშავებული – ჩეხეთის დედაქალაქის ცენტრში საზარელი ტრაგედია მოხდა. შეიარაღებული მამაკაცი პრაღის უნივერსიტეტში შეიჭრა და უმისამართო ცეცხლი გახსნა. სისხლიანი თავდასხმა კარლის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე დაიწყო და მალევე მთელი შენობა პანიკამ მოიცვა.
უნივერსიტეტი და მიმდებარე მოედანი პოლიციამ და სპეცრაზმმა ალყაში მოაქცია. განხორციელდა შენობის ევაკუაცია. ამ დროისთვის კი ინციდენტი დასრულებულია და პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. სავარაუდოდ, ის დევიდ კოზაკია, რომელიც შესაძლოა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მხარდამჭერი იყო.
საქართველოს საელჩო ჩეხეთში განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა და მოკლულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
დღეს, ქ. პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24 საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053, საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე!
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველ შესაბამის სამსახურთან,” – წერია საელჩოს განცხადებაში.