ნავთობისგან რუსეთის თვიური შემოსავალი წელს უფრო მეტია, ვიდრე უკრაინაში შეჭრამდე იყო, რაც დასავლეთის ქვეყნების სანქციების პოლიტიკის არაეფექტურობის დასტურია – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ინდოეთის ოფიციალური საბაჟო მონაცემები აჩვენებს, რომ რუსულ ნავთობზე გადახდილი ფასი წელს ბარელზე საშუალოდ 72 დოლარი იყო, ეს 12 დოლარით მეტია ზედა ზღვრად გამოცხადებულ ფასზე. რუსეთის ნავთობის ფასზე ჭერის დაწესების სანქციების პოლიტიკამ გამოიწვია ეგრეთ წოდებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ზრდა, რომელიც სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის შესყიდვის ალტერნატივად იქცა.
წელს რუსული ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 45% განხორციელდა ჩრდილოვანი სქემებით, რამაც ეს მეთოდი ეფექტიანად გაამყარა იმ დრომდე ვიდრე დასავლეთის ქვეყნები ამის საწინააღმდეგოდ რამეს არ იპოვნიან.
საშემოსავლო გადასახადებიდან და ნავთობის გაყიდვიდან რუსეთის წმინდა შემოსავალმა ოქტომბერში 11,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მთლიანი წმინდა შემოსავლების 31%-ს შეადგენს. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის მაისის შემდეგ და გადააჭარბა 2021 წლის ნებისმიერი თვის მაჩვენებელს.