ავსტრალიაში სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა ებრაელებზე თავდასხმას, რომლებიც ხანუქას აღნიშნავდნენ . 29 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთი ბავშვია.
მოკლულია ერთი შეიარაღებული პირი, რომელიც თავს დაესხა ხანუქას მონაწილეებს, მეორე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ბიბისის ცნობით, ავსტრალიის ბონდის სანაპიროზე ჰანუქას დღესასწაულს 1000 ადამიანი ესწრებოდა.
ბონდის სანაპირო მდებარეობს აღმოსავლეთ სიდნეიში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში, ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპიროა, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს.
სწორედ ამ სანაპიროზე აღნიშნავდა ებრაული თემი ჰანუქას დაწყების პირველ დღეს, როცა ორი შეიარაღებული პირი დაესხა თავს- ისინი ხიდიდან ესროდნენ დღესასწაულის მონაწილეებს.
პოლიციამ თავდასხმას უკვე უწოდა ტერორისტული აქტია. დაჭრილია ორი ოფიცერიც.
“ბოროტი ანტისემიტიზმი, ტერორისტული აქტი” უწოდა თავდასხმას ტელევიზიით მიმართვისას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ.




