11 დემონსტრანტის საქმის 11-ივე ბრალდებულს მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფური ძალადობის მუხლით (225-ე) მიმდინარე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა) გადააკვალიფიცირა და ამ საქმის ყველა ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა
საქმეს 11 ბრალდებული ჰყავდა:
· 29 წლის ანდრო ჭიჭინაძე,
· 28 წლის ონისე ცხადაძე,
· 34 წლის გურამ მირცხულავა,
· 21 წლის ლუკა ჯაბუა,
· 50 წლის ჯანო არჩაია,
· 27 წლის რუსლან სივაკოვი,
· 26 წლის რევაზ კიკნაძე,
· 54 წლის გიორგი ტერიშვილი,
· 27 წლის ვალერი თეთრაშვილი,
· 27 წლის სერგეი კუხარჩუკი
· 30 წლის ირაკლი ქერაშვილი
მოსამართლის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქმეში ჯგუფური მოქმედების პრინციპი კვლავ დარჩა, თუმცა დაკავებულ დემონსტრანტებს არ დაუმტკიცდათ ამ მოქმედების წინასწარ ორგანიზებულობა და არც იმგვარი ჯგუფური ძალადობა, რომელსაც თან ახლავს „ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: თავის ტვინის სიმსივნით 8 წელი პატიმრობაში… მოსამართლემ ამ ადამიანს თავისუფლებასთან ერთად ყველაზე ძვირფასის – სიცოცხლის მოპარვაც სცადა და სიკვდილის განაჩენი გამოუტანა