დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
107 ახალი სანქცია. სანქციების ეს პაკეტი მიზანში იღებს მომარაგების ჯაჭვებსა და შემოსავლებს, რომლებიც პუტინის უკანონო ომს ხელს უწყობს. უკრაინის გაძლიერება უსაფრთხო ევროპისა და დიდი ბრიტანეთის მშენებლობას ხელს შეუწყობს“, – ნათქვამიაგანცხადებაში.
სანქციები ეხება რუსი სამხედროებისთვის მანქანა-იარაღების, ელექტრონიკისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის მწარმოებლებსა და მომწოდებლებს, რომლებიც ძირითადად მესამე ქვეყნებშია დაფუძნებული, კერძოდ, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, თურქეთში, ტაილანდში, ინდოეთსა და ჩინეთში.
ასევე, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრს, ნო კვანგ-ქოლს, ჩრდილოეთ კორეელ გენერლებსა და 13 რუსულ ობიექტს დაუწესა.
პირველად, ახალ უფლებამოსილებებს ვიყენებთ და ჩვენ მიზანში ვიღებთ უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას მხარს უჭერენ. სანქციებს ვუწესებთ ყირგიზეთში დაფუძნებულ OJSC Keremet Bank-ს, რაც ომის მხარდასაჭერად რუსეთის მიერ საერთაშორისო ფინანსური სისტემის გამოყენებას ხელს შეუშლის“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
