105 წლის წინ, მიმოქცევაში გავიდა პირველი ეროვნული ფულის ერთეული ქართული ბონი – სებ-ი

105 წლის წინ, 1919 წლის 11 ივლისს, მიმოქცევაში გავიდა პირველი ეროვნული ფულის ერთეული ქართული ბონი, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ესკიზები მხატვრებმა – იოსებ შარლემანმა, ჰენრიხ ჰრინევსკიმ და დიმიტრი შევარდნაძემ შეიმუშავეს. თითოეულ მათგანზე გამოსახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და ინიციალები „სდრ”.
ქართული ბონები 1919 – 1921 წლებში მიმოიქცეოდა და დროებითი გადახდის საშუალებას წარმოადგენდა, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში