1000 დღე გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან

დღეს, 19 ნოემბერს 1000 დღე გავიდა ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან. ომმა ში უკვე იმსხვერპლა ათეულ ათასობით სამოქალაქო და სამხედრო პირის სიცოცხლე და მილიონობით უკრაინელი დევნილად აქცია.
გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში დაიღუპა 12 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 25 ათასზე მეტი. ეს მონაცემები ეფუძნება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებს. რეალურად მსხვერპლი გაცილებით დიდია.
უკრაინა და რუსეთი თავისი შეიარაღებული ძალების დანაკარგებს ოფიციალურად არ ასაჯაროებენ.
უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიამ დაკარგა(მოკლული და დაჭრილი) 724 ათასზე მეტი სამხედრო.
რუსული წყაროების თანახმად, საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული და დაჭრილია 906 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო.
დამოუკიდებელი წყაროებით როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მონაცემები დადასტურებული არ არის.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· უკრაინას მიზნად გამოცხადებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი: ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ

„არსის“ დირექტორი: ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება