“1000 უბედურება “1000 საწარმოს” ნაცვლად – არაფერი ვალი არ მაქვს “ბატონი” ბიძინასი” – მორგოშია ივანიშვილზე

ალტ-ინფოს ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია:
📌❗ხშირად ამბობენ, რომ 2012 წელს, ბ-ნ ბიძინამ და “ქართულმა ოცნებამ”, სააკაშვილისგან გაგვათავისუფლაო! ზოგი კი საერთოდ თვლის, რომ ამის გამო, ჩვენ მისი ვალი გვაქვს და ზოგიც ამბობს ძეგლი უნდა დავუდგათო! დაუნახავი ადამიანი არ ვარ, მაგრამ როცა რეალურ ინფორმაციას ვფლობ, და სხვებისგან განსხვავებით ის დეტალები ვიცი რაც მოსახლეობის 1%-მაც არ იცის და თან, როცა ყველაფერი მახსოვს, იდიოტობების წერას არ დავიწყებ და არც ბევრისგან განსხვავებით, ვაზელინის მომხმარებლი არ ვარ 1) კი, ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” დაამარცხა ნაციონალური მოძრაობა✅. მაგრამ, რომ არა ქართველი ხალხი, ცხადია ვერც ბ-ნ ბიძინა და მითუმეტეს “ქართული ოცნება”, რომლის 90% მაშინ ურეიტინგო და არავისთვის არაფრის მთქმელი ხალხით იყო დაკომპლექტებული, ვერაფერს ვერ გახდებოდნენ! ✅ 2) კიდევ ის, რომ ნაციონალები ბ-ნ ბიძინამ დააფინანსა 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს და 2010 წლამდე აგრძელებდა იმ რეჟიმის მხარდაჭერას. ნუ დაგვავიწყდება, რომ შევარდნაძე და ასლან აბაშიძე, ბ-ნ ივანოვმა გაუშვა სახლში, კი ბატონო, ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ ის სკოლები, პოლიციის შენობები და ა.შ. ბ-ნ ბიძინამ ხალხს აჩუქა და არა მიშასო, მაგრამ მაგ ყველაფრის პიარს, ზუსტადაც რომ მერე დორბლიანი მიშიკო იწერდა საკუთარ თავზე, ჩვენ გვაყვედრიდა, სახელი გაითქვა მთელს მსოფლიოში და ამის შემდეგ უარესი და უარესი დამართა მთელს ქვეყანას. იმ ხალხს ვეკითხები, ვინც 2007 წლის ნოემბერში და მანამდე, ან მას მერე ვებრძოდით მიშას რეჟიმს, ვინმეს გახსოვთ ან ბ-ნ ბიძინას, ან ახლანდელი “ოცნების” და მაშინდელი ქართუს უფროსობის 90%-ის რაიმე პროტესტი? ან 2008 წლის ომზე რამე განცხადება? ან 2007 წლის 7 ნოემბერს? ან 26 მაისს? ან იმედის დარბევის დროს? ან ბადრი პატარკაციშვილის მოკვლის მერე? რავიცი, მე არ მახსენდება. რამეს ვიტყუები და ვინმეს რამეს ვაბრალებ?✅ 3) ისიც მახსოვს 2007 წელს, როგორ უნდოდა ოპოზიციას და ცხონებულ ბადრი პატარკაციშვილს, რომ შემოსულიყო დამხმარედ და არც მაშინ მოისურვა ეგ ბ-ნ ბიძინამ. კი ბატონო, ვიღაც იტყვის არ იყო პოლიტიკაშიო, მაგრამ ყველაზე რეიტინგული და ყველასთვის სათაყვანებელი ხომ იყო მაშინ და ხომ მის სამშობლოს აოხრებდა მისივე მოყვანილი სააკაშვილის რეჟიმი?!✅ კი ვიცი ახლა მისი მეხოტბეები რას იტყვიან, 80% ვარდების რევოლუციის დროს, მიშას “მასტავდნენ” და აბა ბიძინა რას იზამდაო… კი ბატონო, მაგრამ 2007 წელს, ხომ უკვე ნათელი იყო ვინც იყო მიშა?! მაშინ, რომ ბ-ნ ბიძინა შემოსულიყო პოლიტიკაში, პირველივე ტურში დამარცხდებოდა მიშა 100% ით. ✅ არც 2008 წლის ომი იქნებოდა და არც ძალიან ბევრი უბედურება არ დატრიალდებოდა ქვეყანაში. ✅ 4) ბ-ნ ბიძინა პოლიტიკაში მაშინ შემოვიდა, როცა მიშას რეჟიმმა უკვე პირადად მას შეუქმნა პრობლემა. ბ-ნ ბიძინამაც გამოწვევა მიიღო და გაფარჩაკებული სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა. რა თქმა უნდა გარდა პირადული ინტერესისა, -ს და რუსების კურთხევაც ჰქონდა სააკაშვილის “ვლასტის” შერყევაზე და 2011 წელს 60-40% ნაცების სასარგებლოდ პარიტეტზეც შეთანხმდნენ კულუარებში, მაგრამ ციხის კადრებმა და ნაცების შიდა კლანურმა დაპირისპირებამ პირიქით დაუტრიალა კომბინაცია სააკაშვილს და 40-60% “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა არჩევნებში. ეს გამარჯვება კი, ისევ კულუარებში ჩააბარეს “ოცნებას” სხვა და სხვა პირობებით, რა თქმა უნდა ქართველი ხალხის ზურგს უკან. მთავარი პირობა კი იყო კოჰაბიტაცია და ბიზნეს წილების გადანაწილება. ეს ყველაფერი, როგორც ხედავთ დღემდე სრულდება. ✅ 5) 2012 წლის შემდეგ, დაიწყო ხალხის დამცინავი და გადამგდები კოჰაბიტაცია, უწმინდესის კურთხევის საწინააღმდეგოდ, მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ მიექანებიან ნატოში, დამყარდა LGBT დიქტატურა, დანერგეს ახალი ტერმინი და დაარქვეს “მედიის თავისუფლება”, რაც რეალურად ქართულ იდენტობასთან და ტრადიციებთან ბრძოლას წარმოადგენს, სისტემატიური სახე მიიღო ეკლესიებზე თავდასხმამ და უკვე იქამდე მივედით, რომ ეკლესიებს ესხმიან თავს და ხატებს შეურაცხყოფენ!!! ერთი პერიოდი, კინაღამ “პლანის პლანტაციებიც” გაგვიშენეს მომგებიანი ბიზნესიაო. რა გავაგრძელო და კიდევ 1000 უბედურება დაატრიალეს იმ დაპირებული “1000 საწარმოს” ნაცვლად, არნახული კორუფციის დონე და მოკლედ მივიღეთ ის, რასაც ბ-ნ ბიძინა “გასაოცარ დემოკრატიას” ეძახის!!! 11 წლიანი მმართველობის თავზე, “ქართული ოცნების” მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ნაცებს სჯობიან.✅
6) ”ოცნების” საკადრო პოლიტიკაზე საუბარს, ხომ საერთოდ აზრი არ აქვს… სრული კატასტროფა და ფიასკოა✅ მარგველაშვილი, ზურაბიშვილი, გახარია და ა.შ. ანუ მათივე ლოგიკით, მათი არჩეული და დანიშნული პირველი პირების 80%-ში შეცდნენ და მოღალატეები ყოფილან.✅ 7) 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ კი, მსოფლიოში ყველაზე სასაცილო და ალოგიკური კონსერვატორები გახდნენ, ისეთი კონსერვატორები არიან, რომ ლაშა შარუხიას 3-6 წლამდე “სროკზე” უშვებენ ევროკავშირის დროშის დაწვის გამო და ნატა ფერაძეს, სიწმინდის შეურაცხყოფის გამო, 500 ლარით აჯარიმებენ. იმ ევროპაში მიექანებიან, სადაც კონსერვატორები უბრალოდ არ არსებობენ ) და ეკლესიებში ღამის კლუბებია გახსნილი. იმ ევროპაში მიექანებიან, სადაც , ქალს ქალზე და კაცს კაცზე აქორწინებს.✅ პ.ს. მოკლედ, დიდხანს შემიძლია მათი “გმირობების” ჩამოთვლა, მაგრამ არ მინდა გადაგღალოთ და თან ყველამ ყველაფერი, ჩემზე კარგად იცით! უბრალოდ ვერ ბედავთ ამის თქმას და ამის გამო მე ვერავის ვერ გაგკიცხავთ, რადგან ყველას ჩვენ-ჩვენი ცხოვრება და მორალი გაგვაჩნია, მაგრამ მე პირადად, არაფერი ვალი არ მაქვს “ბატონი” ბიძინასი, აი ეგ ვიცი 100% ✅ ახლა იკითხავთ, კი მაგრამ კარგი არაფერი გახსენდებაო?! ამაზე ასე გიპასუხებთ: რაღაც კარგი, სააკაშვილის დროსაც მახსენდება, მაგრამ გააჩნია რის ხარჯზე. სააკაშვილმა ციხეები გაავსო ხალხით და სახელმწიფო რეკეტი ყოველდღიურობად აქცია. “ოცნებამ” უფრო დახვეწა ტექნიკა და არ სჭირდებათ ეგ მეთოდები. ისედაც ყველაფერი მათია, ხალხი ისედაც მშიერია და მთავრობიდან ემიგრაციაში წასვლას ურჩევენ, იქ იშოვეთ სამსახურიო! მოკლედ, 2012 წლის შემდეგ, ვერც პირველ წელს, კოჰაბიტაციის მეტი ვერაფერი ვერ იგრძნო ხალხმა და 11 წლის შემდეგ, პოლიტიკურ დღის წესრიგში ისევ მიშა, კეზერა და ნაცები არიან.✅ პასუხი კი ნათელია, როგორც ქართულ მხატ. ფილმ “ხვიჩა და გოჩა”-შია, ისეა ოცნებაზე და ნაცებზეც, არც ერთი იყო კონსერვატორი და არც მეორე რეფორმატორი, ორივე სოროსის გამოზრდილი ლეკვების “პიტომნიკია”, სადაც რამდენიმე ადამიანია, რომელსაც დღესაც ვერ გაუგია სადაა ) აჯერებენ, რომ ქართულ საქმეს აკეთებენ, ,,ის” თან “ძაან რეიტინგულია” და ყველაფერი კარგად გამოსდის!!!✅

ასევე დაგაინტერესებთ

ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია