“100 მილიონს უმაქნის ფეხბურთელებში იხდიან” – ანდერსონმა “იუნაიტედი” გააკრიტიკა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანდერსონმა “მანჩესტერ იუნაიტედი” გააკრიტიკა. “მანკუნიანელთა” ყოფილი ნახევარმცველის თქმით, კლუბი ტრანსფერებში ძალიან დიდ თანხას ხარჯავს, თუმცა მოთამაშეებს არასწორად არჩევენ.
“დღესდღეობით პატარა კლუბები “ოლდ ტრაფორდზე” შიშის გარეშე თამაშობენ.
“მანკუნიანელები” სატრანსფერო ფანჯარაზე ხშირად შეცდომებს უშვებენ, ყიდულობენ არაფრის მაქნის ფეხბურთელებს. თუ მოთამაშეში 100 მილიონ ევროს იხდი, რატომ არ ყიდულობ ნეიმარს ან მის მსგავს ფეხბურთელებს, რომლებსაც მატჩის ბედის შეცვლა შეუძლიათ?” – განაცხადა ანდერსონმა.
შეგახსენებთ, ბრაზილიელი ნახევარმცველი “წითელი ეშმაკების” რიგებში 2007/2015 წლებში ირიცხებოდა და 2008 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოც მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში