100 მილიონი თითქმის უთამაშებლად – ტრავმირებულმა ნეიმარმა დიდი თანხა გამოიმუშავა

Capology-ს ინფორმაციით, “ალ-ჰილალის” შემტევმა ნეიმარმა გასულ სეზონში ხელფასის სახით 100 მილიონი ევრო გამოიმუშავა და ეს თითქმის უთამაშებლად გააკეთა.
32 წლის ფეხბურთელმა გასული წლის ნოემბერში სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ჯამში მხოლოდ 5 შეხვედრაში იასპარეზა.
ბრაზილიელი ს კლუბში პსჟ-იდან გასულ ზაფხულს 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
5 შეხვედრაში მან 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.