100-მდე რომანი, უარი დედობაზე და თვითმკვლელობის მცდელობა – უცნობი ფაქტები ბრიჯით ბარდოს შესახებ – Marao

ყველამ იცის ბრიჯით ბარდოს უსაზღვრო სიყვარული ცხოველების, განსაკუთრებით ძაღლების მიმართ. მას ყოველთვის უყვარდა იმის გამეორება, რომ ისინი ადამიანებზე უკეთესები არიან.
წიგნში “Initials BB” მსახიობმა დაწერა, რომ არ უყვარდა მსახიობი და კინოპროდიუსერი ჟაკ ჩარიე და მასთან სერიოზულ ურთიერთობაზეც არ ფიქრობდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო, სხვა გზა აღარ დარჩა. მსახიობი ყველანაირად ცდილობდა არასასურველი ორსულობის შეწყვეტას. აბორტის გაკეთება არ შეეძლო, რადგან საფრანგეთში ის 1975 წლამდე აკრძალული იყო.
გთავაზობთ უცნობ ფაქტებს მსახიობის ცხოვრებიდან:
· მიუხედავად იმისა, რომ შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა, მისი მშობლები უკიდურესად მკაცრი და ხშირად სასტიკები იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბარდომ და მისმა დამ თამაშის დროს შემთხვევით ვაზა გატეხეს, სამაგიეროდ, მამამ მათ 20-ჯერ დაარტყა მათრახი და ერთი კვირით სახლში გამოკეტა.
· მსგავსმა მოპყრობამ განაპირობა ის, რომ ბარდომ 14 წლის ასაკში გათხოვება გადაწყვიტა, ხოლო როცა მშობლებმა უარი განაცხადეს, თავის მოკვლა სცადა.
· ბარდოს ყოფილ ქართან, ჟაკ შარიერთან შვილი, ნიკოლასი შეეძინა. მოგვიანებით მსახიობმა აღიარა, რომ შვილთან არანაირი ურთიერთობა არ ჰონდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მას „სიმსივნეც“ კი უწოდა, რომელიც მისი სხეულით იკვებებოდა. აღიარა ისიც, რომ დედობრივი ინსტინქტი არ გააჩნდა და შვილიც ძირითადად, მამასთან იზრდებოდა.
· ფილმზე La Vérité-ზე მუშაობისას ბარდოს რეჟისორმა სასმელში საძილე აბები ჩაუყარა, რათა ფილმში ძალადობის სცენა უფრო ბუნებრივი გამოსულიყო. ამ შემთხვევის შემდეგ, მან კიდევ ერთხელ სცადა თვითმკვლელობა.
· ბარდოს ფილმი „და ღმერთმა შექმნა ქალი“, კათოლიკურმა ეკლესიამ დაგმო და გამოაცხადა, რომ მისი ყურება სასიკვდილო ცოდვა იყო. თუმცა ამას არანაირ შედეგი არ გამოუღია და ფილმი საკმაოდ წარმატებული გამოდგა.