„100-მდე მსხვილი პროექტი შეჩერების საფრთხის წინაშეა – ღირებულება 10 მლრდ ლარამდეა“ – პაატა ცაგარეიშვილი

„შევისწავლეთ თითქმის ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, აქ შედის როგორც სატრანსპორტო ლოგისტიკური ხასიათის, ისე დიდ ქალაქებში მობილურობის ხელშემწყობი სატრანსპორტო პროექტები, მაგალითად მეტროპოლიტენი, რეგიონებში ავტობუსების პარკი, შევისწავლეთ წყალმომარაგება – წყალარინების პროექტები, სადრენაჟო პროექტები, გარემოს დაცვის კუთხით არსებული პროექტები, როგორიც არის მაგალითად ტყის განახლების, საირიგაციო პროექტები, ენერგეტიკის პროექტები და ა.შ. პროექტების ღირებულება რიგ შემთხვევაში 100 მილიონ ლარს აჭარბებდა. მცირე მოცულობის პროექტებზე ნაკლებად გავაკეთეთ ფოკუსირება,“ – აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტები არსებული ვითარების გამო, შესაძლოა, შეჩერდეს, დროში გაიწელოს, ან საერთოდ გაუქმდეს ის პროექტები, რომლებიც დაგეგმილია და ჯერ არ დაწყებულა მუშაობა.

„იმ ანტიდასავლური რიტორიკის შედეგად, რომელიც დღეს მიმდინარეობს, შესაძლებელია, რიგი პროექტები შეჩერდეს ან გარკვეულწილად დროში გაიწელოს. ან არის პროექტები, რომელიც ჯერ არ დაწყებულა და მალე უნდა შევიდეს ძალაში, შესაძლოა, ეს პროექტები საერთოდ გაჩერდეს.

100-მდე პროექტი შევისწავლეთ, რომელიც მიმდინარეა და ზოგიერთი გარკვეული დოზით შესრულებულია. მაგალითად, 540 მილიონი ჯდება წყალმომარაგება იმერეთის რეგიონში და ჯერ მხოლოდ 10 მილიონია დახარჯული. იურიდიულად საექსპერტო წრეებთან მქონდა საუბარი და ვერავინ ვერ მეუბნება ზუსტ პასუხს, შეიძლება გაჩერდეს, შეიძლება არ გაჩერდეს, არ ყოფილა ასეთი ექსტრაორდინარული მდგომარეობა აქამდე და ძნელია ამის გადაჭრით თქმა. დაახლოებით 10 მილიარდ ლარამდეა ამ პროექტების ჯამური ფინანსური ტევადობა,“ – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ პაატა ცაგარეიშვილმა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

IPSOS-ის კვლევის ავტორი – ყველა მხარე საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, როდესაც საკითხი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ეხება – ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შესაძლოა საქართველო სანიმუშო მაგალითად გამოდგეს