“100 ათასზე მეტ ადამიანს შევხვდით პირისპირ და მივუტანეთ ჩვენი პატიმრების სიტყვა” – გაზეთის “თავისუფლების ხმა ციხიდან” მესამე ნომერი

თავისუფლების ხმა ციხიდან” – გამოვიდა იმ გაზეთის მესამე ნომერი, რომელშიც სინდისის პატიმრების წერილები იბეჭდება.
აღნიშნულ გაზეთებს, უკვე რამდენიმე თვეა, პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე პატიმრების მშობლებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში არიგებს.
“მე ვამაყობ, რომ ათასობით კილომეტრი გავიარეთ და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ. 50 ათასზე მეტი ეგზემპლარი მივიდა მოქალაქეებამდე, 100 ათასზე მეტ ადამიანს შევხვდით პირისპირ და მივუტანეთ ჩვენი პატიმრების სიტყვა, რომელმაც გამოაღწია გისოსებიდან და მიიტანა მათი სათქმელი მოქალაქეებამდე. დიდი შრომა ჩაიდო ამ ყველაფერში თავად სინდისის პატიმრების ოჯახების წევრების მხრიდან”,- თქვა თეონა ჭალიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას