10 წლის შემდეგ პირველად – “ბორჯღალოსნებმა” იაპონია დაამარცხეს! [VIDEO]

იაპონიის ქალაქ სენდაიში რაგბის ტესტ მატჩში საქართველოს ნაკრებმა იაპონია 25:23 დაამარცხა.
“ბორჯღალოსნებმა” იაპონელებს 10 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეორდ სძლიეს.
პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 18:13 მოიგო, შესვენების შემდეგ მასპინძლები დაწინაურდნენ (23:18), თუმცა მერე ჯავახიამ ლელო გაიტანა, მატკავამ ზუსტად გარდასახა და გავიმარჯვეთ.
საქართველოს ნაკრებმა ფიჯისთან მარცხის შემდეგ ძლიერ მეტოქეს მოუგო და ერთ კვირაში გასვლაზე ავსტრალიას შეხვდება.
3 ივლისი. სენდაი (იაპონია). „იურტეკ სთედიუმი“

იაპონია – საქართველო 23:25

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12.
გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.);
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. გიორგი ძმანაშვილი (ბეზიე), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).
ძალიან კარგი, საჭირო მგება იყო და ამ მოგებამ აჩვენა ბევრი სწორი გადადგმული ნაბიჯი სამწვრთნელო შთაბის მიერ. კვლავა არის ბევრი ხარვეძები და უკანა ხაზი უფრო უნდა აქტიურობდეს, გამჭრელი შუაში არ გვყავს, ზომა აქვთ მაგრამ სისწრაფე აკლიათ 12 და 13. ვერც ერთი არის გამგლეჯი. 15 ნომერი შემცვლელი უნდა მოიძებნოს. ცირეკიძე დაემატება, მაგრამ კიდევ არის ერთი ორის ყოლა საჭირო. ასევე თოდუას შემცვლელი როგორ ვერ მოიძებნა ამდენი ხანი? გახდა 40 წლის:) არ დაგვავიწყდეს თამაშის 60% 14 კაცით იყვნენ და კინაღამ მოგვიგეს, სისწრაფით და სისხართით. მეტი ტესტები გვჭირდება თაობები მოდიან და კიდევ წინ წავალთ…მადლობა და გამარჯვებით!