საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი განმარტავს, თუ რატომაა კერძო სადაზღვევო კომპანიების მხრიდან აგროდაზღვევის მიმართ დაბალი ინტერესი.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა 10 წელზე მეტია მოქმედებს და ამ დროის განმავლობაში სადაზღვევო ინდუსტრია ამ მიმართულებით ზარალზე მუშაობს.
დევი ხეჩინაშვილი ყურადღებას რეგიონული მოცვის გაზრდის საჭიროებაზე ამახვილებს. ამასთან აღნიშნავს, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო ზარალის დადგომისას სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება მოსახლეობას დაზღვევის მოტივაციას უმცირებს.
“2023 წლის ჩათვლით, პროგრამის 10 წლის შეფასება ასეთია, რომ სადაზღვევო ინდუსტრიამ მეტი დახარჯა, ვიდრე მიიღო. ასეთ პირობებში მუშაობა ძალიან რთულია. ეს იმასაც ეტყობა, რომ სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ინტერესმა ძალიან დაიკლო.
აგროდაზღვევა ზოგადად, ალბათ, ყველაზე რთული დაზღვევაა, ყველაზე გრძელვადიანია, ეს ყველგან ასეა. სადაზღვევო კომპანიების ამით დაინტერესება არაა მარტივი საქმე. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ. სხვა რეგიონებიც უნდა ჩავრთოთ, ეზღვევა უმეტესად ის, ვინც იცის რომ ზარალი ექნება. ფაქტია, რომ ძირითადი კონცენტრაცია არის კახეთში, ქართლის ნაწილებში, დანარჩენი ნაწილი დაუზღვეველია. რაც შეეხება უშუალოდ სადაზღვევო პროდუქტს, მისი დახვეწაც ხდება. ისეთ რეგიონებში, სადაც დაბალია რისკის დადგომის ალბათობა, უნდა მისცე შეღავათიანად. ეს შეღავათიანობა არა მარტო ტარიფის სიმცირეშია, არამედ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სუბსიდიის გაზრდაშიც, რომ რამდენიმე წელი ადამიანები შეეჩვიონ. კიდევ ერთი საერთო პრობლემაა, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, როდესაც რთული მეტეოროლოგიური ამბავი ხდება, მთავრობა არიგებს ფულს, რომელიც რასაკვირველია დაზღვევის ინტერესს ამცირებს.
მუშაობს, კომპანიების არ გასულან იმის მიუხედავად, რომ 10 წელი ზარალიანი ჰქონდათ, მაინც ცდილობენ შენარჩუნებას, განსაკუთრებით ორი კომპანია და ვნახოთ”,- ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
