10 წელიწადში აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი 6.5-ჯერ გაიზარდა – AAWE

2013-2023 წლებში შეერთებულმა შტატებში ქართული ღვინის იმპორტი 6.5-ჯერ, $0,8 მლნ-დან $5,2 მლნ-მდე, გაიზარდა. 2023 წელს ქართულმა ღვინომ -ში ღვინის მთელი იმპორტის 0,078% შეადგინა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 0,016% იყო. ამის შესახებ მონაცემებს ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაცია (AAWE) აქვეყნებს.
AAWE 1994-2023 წლებში ქართული ღვინის აშშ-ში იმპორტირებული ღვინის ღირებულებას დოლარში აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, 1997 წელს აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტი $0.2მლნ-ს შეადგენდა, 2002 წელს – $2.2 მლნ-მდე გაიზარდა, 2013-ში 0.8 მლნ-მდე შემცირდა შემდეგ ზრდა დაიწყო და 10 წელიწადში ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა დოლარში 6-ჯერ, 575%-ით გაიზარდა და $5.4 მლნ-მდე გაიზარდა. გასულ, 2023 წელს კი მცირედით შემცირდა და $5.2 მლნ შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ