10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ლუდის მწარმოებელი კომპანია საქართველოში – ვინ არიან მფლობელები

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან 3.7 მლნ დოლარის ლუდი გავიდა, რომლის მოცულობამ 3047 ტონა შეადგინა.
გასული წლის განმავლობაში საქართველოდან ჯამში 8.4 მლნ დოლარის ლუდი გავიდა, 2022 წელს კი 4.8 მლნ დოლარის.
ბრუნვის მიხედვით – 10 ლუდის მწარმოებელი კომპანია და მათი მფლობელები შემდეგია:
შპს ლუდი ბათუმური – 1998 წელს დაფუძნდა, კომპანიის 100% ნანა ჯანელიძე ფლობს. კომპანიის ფინანსური დირექტორია- როინ ხალვაში, ხოლო გენერალური დირექტორი – ნანა ჯანელიძე.
შპს გლობალ ბიერ ჯორჯია – 2014 წელს დაფუძნდა. 100%-ის მესაკუთრეა სააქციო საზოგადოება სს ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი.
სს არგო – 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიას მართავს სამეთვალყურეო საბჭო: თავმჯდომარე/წევრი: ინა სულხანიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ჰაროლდ ჰენრიკუს მარია ვან ლიტსენბურგ, /ნიდერლანდები/წევრი: ჯორჯ ამზაშვილი, // ; წევრი: გიორგი ახალაძე, წევრი: კორნელის გერარდუს ვამმეს, /ნიდერლანდები/ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ვასილი სულხანიშვილი.
შპს კრისტალი – 1996 წელს დაფუნდა, კომპანიის 100% ფლობს მალხაზი ნადირაძე.
სს ლომისი – 1997 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: ჯან ჩაქა, /თურქეთი/ თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გოქჩე იანასმაიან, /თურქეთი/ წევრი: ილდირაი ეფილ, /თურქეთი/ წევრი: ბანუ ფატმა ართუზ, /თურქეთი/.
შპს კრაფტარეა – კომპანია 2019 წელს დაფუძნდა. მფლობელები არიან – ალექსი მოდებაძე 36% ალექსანდრე წულუკიძე 64%;
შპს მაქსიმუს – 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% ფლობს ნიკოლაი სტეპანოვი /ს ფედერაცია/
სს ქართული ლუდის კომპანია- 2011 წელს არის დაფუძნებული. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: შალვა ჩოჩელი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ანა ჩოჩელი, წევრი: საშა ტერნესი, 01017041575 /გერმანია/ . კომპანიის დირექტორია კახაბერ კოტრიკაძე.
შპს მაიჯორჯია ბრიუერი – კომპანია 2017 წელს დაფუძნდა. მფლობელები: იაროსლავ ნიგაი, /რუსეთის ფედერაცია/ 66% კონსტანტინ რამბურგერი, /რუსეთის ფედერაცია/ 24% ოლექსანდრ სევიდოვი, // 5 5% ანდრეი ჟიდკოვი, /რუსეთის ფედერაცია/ 4% ვიაჩესლავ პიანზოვი, /რუსეთის ფედერაცია/ 1 1%
შპს გენუინ ბრევინგ კომპანი – კომპანია 2014 წელს დაფუძნდაა. მესაკუთრეა და 100% წილის მმართველი სააქციო საზოგადოება სს ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)