2025 წელს შობადობის მაჩვენებლით აზია და აფრიკა ლიდერობდა.
Visual Capitalist-ის მონაცემებით, 10 ქვეყანა, სადაც 2025 წელს ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა ასე გამოიყურება:
ინდოეთი – 23.1 მილიონამდე ახალშობილი;
ჩინეთი – 8.7 მილიონამდე ახალშობილი;
ნიგერია – 7.6 მილიონამდე ახალშობილი;
პაკისტანი – 6.9 მილიონამდე ახალშობილი;
კონგო – 4.5 მილიონამდე ახალშობილი;
ინდონეზია – 4,4 მილიონამდე ახალშობილი;
ეთიოპია – 4,1 მილიონამდე ახალშობილი; აშშ – 3,6 მილიონამდე ახალშობილი;
ბანგლადეში – 3,4 მილიონამდე ახალშობილი;
ბრაზილია – 2,5 მილიონამდე ახალშობილი.
რეიტინგი ჯამში ტოპ 100 ქვეყანას მოიცავს, შესაბამისად საქართველო მათ რიცხვში ვერ მოხვდა. თუმცა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ჯამში 39 483 ახალშობილი დაიბადა, 2025 წლის მონაცემები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.




