საქსტატის 2023 წლის ექსპორტის მონაცემებით, საქართველომ ღვინის ექსპორტი ყველაზე დიდი მოცულობით რუსეთში განახორციელა. რუსეთმა გასულ წელს საქართველოსგან 62,3 მლნ ლიტრი ღვინო იყიდა.
მეორე ადგილზეა პოლონეთი – 6 მლნ ლიტრით და მესამეზე – უკრაინა 5,2 მლნ ლიტრი ღვინით.
ათეულის დანარჩენი წევრები არიან:
ჩინეთი – 3,2 მლნ ლ
ყაზახეთი – 2.9 მლნ ლ
ბელარუსი – 2,8 მლნ ლ
ლატვია – 1,1 მლნ ლ
გერმანია – 0,99 მლნ ლ
აშშ – 0,9 მლნ ლ
ლიეტუვა – 0,65 მლნ ლ
ჯამში საქართველომ 2023 წელს 89,5 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი განახორციელა, საიდანაც შემოსავალმა $259,2 მლნ შეადგინა.