10 რჩევა სანამ ბიტკოინის ყიდვას გადაწყვეტ

ბიტკოინი სამყაროს იპყრობს!
სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი ჩაერთოს კრიპტო ციებ-ცხელებაში და არ ჩამორჩეს ბიტკოინის მზარდ ტალღას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიტკოინი კვლავ დაუბრუნდა პოზიტიურ ტრენდს, მისი ფასი ყოველდღიურად იზრდება და ის კვლავ იპყრობს სამყაროს.
თუმცა ბიტკოინის ყიდვა უამრავ ნიუანსს მოითხოვს და აქ გეტყვით 10 რჩევას, რომელიც აუცილებლად გამოგადგება კრიპტოვალუტის შეძენამდე.
პირველი რჩევა – შეარჩიე სწორი ბიტკოინის საფულე
მნიშვნელოვანია, რომ ბიტკოინის ყიდვამდე შერჩეული გქონდეს საფულე, რომელიც დაგეხმარება შენი კრიპტო აქტივი უსაფრთხოდ შეინახო იმ დროით, რაც შენთვის არის სასურველი.
ბაზარზე არსებობს როგორც ფიზიკური მოწყობილობები, ისე ონლაინ ბიტკოინის საფულე. ფიზიკური საფულეები გამოირჩევიან მეტი დაცულობით, თუმცა აკლიათ სისწრაფე, რომელიც კრიპტო სამყაროში მნიშვნელოვანია. ონლაინ ან კრიპტო ბირჟების საფულეები შედარებით ნაკლები უსაფრთხოებით გამოირჩევიან, რადგან ისინი მუდმივად ქსელთან არიან დაკავშირებული, თუმცა მეტი მოქნილობა აქვთ და შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია გქონდეს წვდომა შენს ბიტკოინის საფულესთან.
მეორე რჩევა – რა გზით იყიდი ბიტკოინს
ბიტკოინის ყიდვა შეგიძლია ორი გავრცელებული მეთოდით. გამოიყენო ქალაქში გავრცელებული ბიტკოინის აპარატი, რომელშიც ნაღდ ფულს ათავსებ და სასურველი რაოდენობის კრიპტოვალუტას ყიდულობ. სწორედ ასეთია კრიპტომატის ბიტკოინ აპარატი, რომელიც ჩვეულებრივ საბანკო ATM-ს გავს და კრიპტოვალუტის ყიდვის შესაძლებლობას სულ რამოდენიმე წამში გაძლევს.
ხოლო თუ კრიპტოვალუტა სახლიდან გაუსვლელად გინდა იყიდო, კარგი გზა კრიპტო ბირჟების დახმარებაა, სადაც საბანკო გადარიცხვით ან საბანკო ბარათით ივსებ ბალანს და რამოდენიმე წუთში ყიდულობ ბიტკოინს.
მესამე რჩევა – შეარჩიე შენზე მორგებული კრიპტო ბირჟა
მნიშვნელოვანია ბიტკოინის ყიდვამდე შენზე მორგებული კრიპტო ბირჟა შეარჩიო, რაც გულისხმობს იმას, რომ მოიძიო, რომელ პლატფორმას აქვს ყველაზე ნაკლები საკომისიოები, ბევრი მხარდაჭერილი კრიპტოვალუტები და კარგი დახმარების გუნდი.
მაგალითად უამრავი პოპულარული კრიპტოვალუტა ქართულ ბირჟა კრიპტალზე შეგიძლიათ ნახოთ, სადაც ბაზარზე ყველაზე დაბალი შეტანა & გატანისა და ვაჭრობის საკომისიოები მოქმედებს.
მეოთხე რჩევა – რა მეთოდს გამოიყენებ ბიტკოინის ყიდვისას
შენზე მორგებული ბირჟის შერჩევის შემდგომ, დროა განსაზღვრო, თუ რა მეთოდის გამოყენებით დაიწყებ ბიტკოინის ყიდვას.
შენ შეგიძლია Spot ბირჟას მიმართო, სადაც შენნაირი თრეიდერები იყრიან თავს და ერთმანეთში ყიდიან ბიტკოინს. აქ ბიტკოინის შეძენა მაქსიმალურად კარგ ფასად შეგიძლია მოახერხო.
ხოლო თუ კრიპტალის კონვერტაციას გამოიყენებ, შენ სასურველი რაოდენობის ბიტკოინს საფულეში სულ რამოდენიმე წამში, ორი კლიკით მიიღებ. კონვერტაცია ზუსტად განკუთვნილია დამწყები თრეიდერებისთვის, რომლებსაც ბიტკოინის ყიდვა მარტივად, ზედმეტი პროცედურების გარეშე სურთ.
მეხუთე რჩევა – ბიტკოინის ყიდვის სტრატეგია
გარდა ყიდვის მეთოდისა, მნიშვნელოვანია თუ რა სტრატეგიით დაიწყებ შენს მოგზაურობას კრიპტო სამყაროში. ხომ გახსოვს, ბიტკოინის სრულად ყიდვა აუცილებელი არ არის, შეგიძლია მისი გარკვეული რაოდენობა იყიდო.
უამრავი გამოცდილი კრიპტო თრეიდერის აზრით, ბიტკოინის ყიდვის საუკეთესო გზა დამწყებთათვის DCA-ის გამოყენებით არის, რაც ყოველთვიურად ერთი და იმავე ღირებულების ბიტკოინის ყიდვას გულისხმობს. ეს მეთოდი ფასის გასაშუალოების და საუკეთესო ღირებულების დაჭერის საუკეთესო გზაა. გაეცანი ბლოგს დეტალურად, თუ ამ სტრატეგიით გაინტერესებს ბიტკოინის ყიდვა.
მეექვსე რჩევა – არასოდეს გაუზიარო Private Key სხვას
შესაბამისი ბიტკოინის საფულის შერჩევის შემდგომ, მნიშვნელოვანია რომ მის უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულად იზრუნო. Private Key არის ერთგვარი პაროლი, რომლის მეშვეობითაც წვდომა გაქვს საკუთარ ბიტკოინთან.
კარგად შეინახე ის, რომ არ დაკარგო და არავის გაუზიარო შენი Private Keys!
მეშვიდე რჩევა – თვალი ადევნე კრიპტო ბაზარს
წარმატებული კრიპტო მოგზაურობისათვის აუცილებელია მუდმივად ხელი გეჭიროს კრიპტო პულსზე. გაეცანი ბაზარს და ადევნე თვალი რა ტენდენციები და სიახლეებია ბიტკოინის ირგვლივ.
სხვადასხვა დიდი ინვესტორის ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ბიტკოინის ფასზე იმოქმედოს, ამიტომ მნიშვნელოვანია თვალი მუდმივად ადევნო კრიპტო ბაზარზე არსებულ სიახლეებს.
მერვე რჩევა – იყიდე იმდენი, რამდენის დაკარგვაც შეგიძლია
კრიპტოვალუტები საკმაოდ ვოლატილური აქტივებია, შესაბამისად ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი, რომ ისეთი დროში გამოცდილი და დიდ საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე აქტივიც კი, შეიძლება რისკის ქვეშ იდგეს, როგორიც ბიტკოინია.
დაიმახსოვრე კრიპტოვალუტების ყიდვის პირველი წესი, იყიდი მხოლოდ იმდენი, რამდენის დაკარგვაც შეგიძლია და არასდროს განახორციელო სრული დანაზოგის ან თანხის ინვესტირება.
მეცხრე რჩევა – არ განახორციელო ბიტკოინის ყიდვა & გაყიდვა ემოციების ფონზე
პანიკური და ემოციურ ფონზე განხორციელებული შესყიდვები ან გაყიდვები კრიპტოვალუტებისა და თრეიდერობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხეა.
როდესაც კრიპტო ბაზარი ეცემა და ფასები ქვემოთ ჩამოდის, ნუ შეშინდები, არ დაიწყო შენი ბიტკოინის გაყიდვა მხოლოდ ამ მიზეზით.
დაიმახსოვრე, ნებისმიერ საფინანსო ბაზარს აქვს როგორც დაღმასვლები, ასევე აღმასვლები და ეს გარდაუვალი მომენტია.
მეათე რჩევა – შეინახე ბიტკოინი: HODL!
ადამიანებს, რომლებსაც ბიტკოინის ენთუზიასტებს უწოდებენ, ოქროს წესი აქვთ – თავიანთ ბიტკოინს ისინი საფულეში უსაფრთხოდ დიდი ხნით ინახავენ, ანუ HODL-ავენ.
უამრავი კრიპტო თრეიდერის და ექსპერტის მოლოდინია, რომ ბიტკოინი $100,000 ნიშნულს მიუახლოვდება, შესაბამისად რატომ გაყიდი აქტივს მაშინ, როდესაც ბიტკოინის ფასი მხოლოდ $50,000?
მისი შენახვით და დროის გარკვეულ მონაკვეთში აქტივის საფულეში დაყოვნებით შენი კრიპტოვალუტის ფასი მოსალოდნელია რომ გაიზარდოს, ვინაიდან ბიტკოინს აქვს ლიმიტირებული რაოდენობა, ბაზარზე მისი შემცირება კი, რაც ბუნებრივი მოვლენაა, მოთხოვნის გარდაუვალ გაზრდას გამოიწვევს.