10 მიწის ნაკვეთი, ბინა, აგარაკი, საცხოვრებელი სახლები – კიდევ რა ქონება ფლობს „რუსული კანონის“ მხარდამჭერი ხუნდაძე

2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ფლობს 10 მიწის ნაკვეთს, 2 საცხოვრებელ სახლს, სარდაფს, 1 ბინას და 1 აგარაკს.
ხუნდაძეს მცხეთაში მდებარე 295 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, მიმდინარე წლის 11 იანვარს, მემკვიდრეობით გადაეცა. ხოლო, მეორე სახლი დაბა ურეკში 15 000 ლარად შეიძინა 2008 წელს.
რაც შეეხება აგარაკს, მან 2013 წელს, 15 000 ლარად შეიძინა (დაბა უკერში).
მოძრავი ქონებიდან, მის საკუთრებაშია MERSEDES-BENZ E400-ი, რომელიც 2021 წელს 56 000 ლარად შეიძინა.
დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის 40%-იან წილს ფლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ხუნდაძის შპს ფირმა დიონისე“-ში.
დეპუტატს 2023 წელს, პარლამენტიდან, ხელფასის სახით აღებული აქვს 48 471.6 ლარი, ხოლო მცხეთის სამედიცინო ცენტრიდან (ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტი) 32 400 ლარი.
ცნობისთვის, დიმიტრი ხუნდაძე ე.წ. „რუსული კანონის“ ერთ-ერთი მხარდამჭერია.