10 მილიარდი დოლარი – “ლეიკერსი” გაიყიდა

ამერიკელმა ბიზნესმენმა, მარკ უოლტერმა “დოჯერსის”, “სპარკსისა” და “ჩელსის” აქციების ყიდვის შემდეგ, “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” 10 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეიძინა. აღნიშული ინფორმაცია, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მმართველმა საბჭომ გუშინ, ხუთშაბათს დაადასტურა.
“ლოს ანჯელეს ლეიკერსი” ზოგადად სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, განსაზღვრული გამორჩეული ისტორითა და სრულყოფილების დაუღალავი ძიებით. ჩემთვის დიდი პატივია ჯინი ბასთან ერთად თანამშრომლობა” – აღნიშნა უოლტერმა.
“მარკს დიდი ხანია ვიცნობ, თავდაპირველად როგორც ბიზნესმენს, შემდეგ როგორც მეგობარს, ახლა კი როგორც პარტნიორს. არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი ლოსანჯელესური გრანდისთვის ჩემპიონობის დაბრუნებაა. მე კი, როგორც რიგითი “ლეიკერსის” გულშემატკივარი, ძალიან გახარებული ვარ” – განაცხადა ბასმა.
უოლტერი “ლეიკერსის”-ის მინორიტარული მფლობელი 2021 წლიდან იყო. ის ხელმძღვანელობს საინვესტიციო ჰოლდინგს TWG Global, რომლის საქმიანობაც მრავალფეროვან მიმართულებებს მოიცავს. გუნდის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ბასის ოჯახს. ჯერი ბასმა გუნდი 1979 წელს შეიძინა $67.5 მილიონად, გარიგებით, რომელიც მოიცავდა NHL-ის “კინგსისა“-სა და „ფორუმ“-საც. მოგვიანებით მან გაყიდა „კინგსი“-ის საკონტროლო პაკეტი (1988) და არენა (1999). ბასის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წელს, კლუბის მფლობელობა მის შვილებზე გადანაწილდა, ხოლო ჯინი ბასი გუნდის გუბერნატორად დაინიშნა. ბასის ოჯახის ხელმძღვანელობით “ლეიკერსი” იქცა არა მხოლოდ კალათბურთის, არამედ მთლიანად სპორტის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და წარმატებულ ფრენჩაიზად. კალიფორნიელებს ტიტული 17-ჯერ აქვთ მოპოვებული.
ბოლდვინის 2 ქულა და დინვიდის დებიუტი – “ბაიერნმა” “ვირტუსს” მარტივად სძლია
[VIDEO] “გოლდენ სტეიტი” სეზონს მაგრად იწყებს – “უორიორსმა” “კლიპერსი” მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და “ბარსას” მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე