10 ივნისს თბილისში საოპერო გალა-კონცერტი გაიმართება

10 ივნისს, თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025“-ის ფარგლებში, თბილისი მასპინძლობს მსოფლიო საოპერო ვარსკვლავებს, რომლებიც ერთობლივად წარდგებიან ქართველი მსმენელის წინაშე.
თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი შეხვედრა შემდეგ არტისტებთან:
🔹 ლუდოვიკ ტეზიერი – გამორჩეული ბარიტონი
🔹 ანალიზა სტროპა – შესანიშნავი მეცო-სოპრანო
🔹 რეიჩელ უილის-სორენსენი – დრამატული სოპრანო
🔹 ფრანჩესკო დემურო – განუმეორებელი ტენორი
🔹 გიორგი ანდღულაძე – გამორჩეული ბანი
განსაკუთრებული საღამოს მუსიკალურ ხელმძღვანელობას იტალიელი დირიჟორი კარლო მონტანარო გაუწევს.
„პროგრამაში შესულია ვერდის, დონიცეტის, როსინისა და მასნეს ცნობილი არიები და სცენები. ეს ნაწარმოებები თანამედროვე საოპერო ვარსკვლავების მიერ შესრულდება, რომელთა გამოცდილება მოიცავს ისეთ ლეგენდარულ თეატრებს, როგორებიცაა ლა სკალა, მეტროპოლიტენ ოპერა, ვენის სახელმწიფო ოპერა, კოვენტ გარდენი და მრავალი სხვა.
საღამო ნამდვილი ზეიმი იქნება მათთვის, ვისაც უყვარს ცოცხალი ვოკალი, ნამდვილი ოსტატობა და გამორჩეული არტისტული შემსრულებლობა“, – ნათქვამია თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.