10 ივლისს თეატრ სახელოსნო 42-ში ლევან წულაძის სპექტაკლის “1921-1924”-ის პრემიერა გაიმართება (რ)

სპექტაკლი არ არის ისტორიულ ქრონიკებზე, არამედ ადამიანების იმ ბედ-იღბალზე, რომელიც საქართველოს გასაბჭოების ფონზე განვითარდა.
“სპექტაკლი ასახავს იმ ყველა ამბავს, რაც ჩემს ოჯახში, ჩემი მეგობრების ოჯახში მომხდარა. ყველა ამბავი ნამდვილია. ეს არის აჩრდილები, რომლებიც ჩემს ბავშვობას ქმნიდა და არა მხოლოდ ჩემსას. ბაბუები, ბებიები ნახევარს არ გვყავდა. მე არცერთი ბაბუა არ მყავდა, რადგან საბჭოთა რეჟიმმა შეიწირა. უამრავი ისტორიაა ადამიანებში, რაც პირდაპირ ითხოვდა დადგმას. კარგა ხანია, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ეს დამედგა” –ამბობს რეჟისორი.
სპექტაკლი, რომლის პრემიერაც ხვალაა დაგეგმილი, ორ-თვე ნახევრის განმავლობაში იდგმებოდა. მასში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მსახიობი თამაშობს.
“პრინციპულად მინდოდა, რომ ახალგაზრდებს ეთამაშათ, რადგან ხალხი, რომელზეც ვყვებით, ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. კარგი მოლოდინები მაქვს. იმედი მაქვს, რომ ადამიანების სულში გამოხმაურებას პოვებს. თუმცა, ეს ჩემთვის უფრო არის ჩემი აჩრდილების გარეთ გამოშვება. უნდა გავთავისუფლდე მთელი ჩემი ბავშვობის ლანდებისგან. ახლა ხორცი უნდა შევასხა და სხვაგან იცხოვრონ. ზოგადად, კარგი და ცუდი სპექტაკლი ფასდება მაყურებლის სუნთქვით. ხუთი წუთიც საკმარისია, ყური დაუგდო და გაიგონო, არის თუ არა მსახიობებსა და მაყურებელს შორის ჰარმონიული სუნთქვა” – ამბობს რეჟისორი.
სპექტაკლის “1921-1924” პრემიერა 10 ივლისს გაიმართება. ბილეთების Visa ბარათით შეძენისას 20% ფასდაკლება მოქმედებს ონლაინ პლატფორმებზე: Tkt.ge, Biletebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ