10 თვეში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 68%-ით, ხოლო სპილენძის 37.2%-ით შემცირდა

2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, ნავთობით, ბუნებრივი აირით, ამონიუმის ნიტრატით, ხორბლით, სპილენძით, ფეროსილიკონით და ოქროთი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკა და ექსპორტ-იმპორტის წლიური ცვლილების შესახებ მიმოხილვა Galt&Taggart-მა გამოაქვეყნა.
იანვარ-ნოემბერში საქართველოში სპილენძის იმპორტი 220 მლნ დოლარამდე, ექსპორტი კი 451 მლნ დოლარამდე შემცირდა. სპილენძით საგარეო ვაჭრობის უდიდესი ნაწილი რეექსპორტია და გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. ექსპორტირებული სპილენძის მოცულობა წლიურად 37.2%-ით შემცირდა 220,888 ტონამდე 2023 წლის 10 თვეში.
სპილენძის მადნები და კონცენტრატები 2023 წლის ნოემბერში სპილენძის ფასი 4.5%-ით გაიზარდა. გასული თვეების კლება ჭარბი მიწოდებით და განვითარებულ ეკონომიკებში დაბალი მოთხოვნით იყო გამოწვეული. ანალიტიკოსები 2024 წელს ნახევარი მილიონი კუბური მეტრით ჭარბ მიწოდებას ელოდნენ, რაც ფასებს კიდევ უფრო დაწევდა. თუმცა, პანამასა და პერუში განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა მოლოდინები შეცვალეს. პანამის სასამართლომ კანადური მომპოვებლის First Quantum-ის ოპერაციები არაკონსტიტუციურად ცნო, პერუში კი სამუშაო ძალის ნახევარი გაიფიცა. სპილენძის ორი მსხვილი მწარმოებლისგან პოტენციურად მცირე მიწოდებამ შესაძლოა ბაზარზე 2024 წელს დეფიციტი გამოიწვიოს.
2023 წლის 10 თვეში ფეროშენადნობების ექსპორტი საქართველოდან წლიურად 68%-ით, 143 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ფეროშენადნობების ექსპორტის ღირებულება შემცირდა, რაც ფასების მკვეთრი კლებით აიხსნება, რამაც მწარმოებლებს უბიძგა შეემცირებინათ ექსპორტის მოცულობაც.
ფეროსილიკონი 2023 წლის ნოემბერში ევროპული ფეროსილიკონის ფასი 0.3%-ით, ხოლო ჩინურის 1.5%-ით შემცირდა. სექტემბერში დაფიქსირებული ჩინური ფეროსილიკონის ზრდა (3.7%), როგორც აღმოჩნდა, ამ ეტაპზე დროებითი კორექცია იყო და არა ფასების ტრენდის ცვლილება. მიმდინარე წელი ორივე ნედლეულისთვის მძიმე აღმოჩნდა – ევროპულის ფასი წლის დასაწყისიდან 32.4%-ითაა შემცირებული, ჩინურის კი 18.9%-ით. შემცირებული საერთაშორისო ფასები ქართული ფეროშენადნობების ექსპორტშიც წლიური 68.0%-იანი კლებით აისახა.