10-დღიანი პატიმრობის შემდეგ ზვიად რობაქიძემ საპატიმრო დატოვა. მას ზაჰესის იზოლატორთან მეგობრები და ნათესავები დახვდნენ. ზვიად რობაქიძე რესტორან “ბაბილოსთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა მას 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.