“10 დღე ომის გარეშე” | უკრაინელი ბავშვების მოგზაურობა საქართველოში

საახალწლო საჩუქარი უკრაინელ ბავშვებს – სკოლის მოსწავლეები ირპენიდან, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ “უკრაინული სახლის” სტუმრები იყვნენ.
ბავშვებს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ოლექსანდრ შულჰა შეხვდება.
9-16 წლის ასაკის 26-მა ბავშვმა რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი ავტობუსით გამოიარა, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ. უკრაინელმა სტუმრებმა მოინახულეს , რუსთავი, მცხეთა და თბილისი.
უკრაინულ სახლში მათ ტკბილეული და საინტერესო გასართობი პროგრამა დახვდათ.
პროექტი “10 დღე ომის გარეშე”, უკვე მესამედ ატარებს საქველმოქმედო აქციას.