“10-დან 9 სტუდენტი მუშაობს, ერთმა მითხრა კვირაში 7 (!) დღე 12 საათი ვმუშაობო” – ვახუშტი მენაბდე

“10-დან 9 სტუდენტი მუშაობს, ერთმა მითხრა კვირაში 7 (!) დღე 12 საათი ვმუშაობო” – ვახუშტი მენაბდე
კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:
ყველა იმას წერს UNICEF-ის კვლევაში ქართველმა ახალგაზრდებმა ცუდი შედეგები აჩვენესო, ხან დასცინიან, ხან წუხან, ხან ლანძღავენ, მაგრამ არავინ წერს იმაზე, რომ ახალგაზრდებს:
🔺არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა სახელმწიფოსგან;
🔺ნორმალურად ვერ იკვებებიან;
🔺არ აქვთ ნორმალური საცხოვრებელი პირობები;
🔺უწევთ სრულ განაკვეთზე სწავლის და ზეგანაკვეთური სამუშაოების შეთავსება.
რამდენიმე კვირის წინ აუდიტორიაში ვიკითხე რამდენი თქვენგანი მუშაობს თქო და 10-დან 9-მ აიწია ხელი. ერთმა მითხრა კვირაში 7 (!) დღე 12 საათი ვმუშაობო. ის ენერგია რაც ამ ადამიანების დაცინვაში იხარჯება მათი პირობების გაუმჯობესებისკენ რომ მიგვემართა უკეთესი შედეგები ექნებოდა კვლევას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!