“10% აღენიშნება დამწვრობა სახეზე, კისრის წინა ზედაპირზე, გულ-მკერდსა და მტევნებზე” – როგორია პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დამწვარი ბავშვის მდგომარეობა

ქობულეთში, 10 წლის მოზარდს პიროტექნიკა აუფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლმოკიდებული პიროტექნიკა საწვავის ჭურჭელში ჩავარდა, რამაც აალება გამოიწვია. მოზარდს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დამწვრობა ჰქონდა და ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
დაშავებული მოზარდი რეანიმაციაშია. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა საყურადღებოა.
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ბავშვს სხეულის 10% აქვს დამწვარი, მის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი საშიშია.
“10% აღენიშნება დამწვრობა – სახეზე, კისრის წინა ზედაპირზე, გულ-მკერდსა და მტევნებზე. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში დამწვრობის შოკით, 10% და სასუნთქი გზების დაზიანებით. ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი საკმაოდ საშიშია”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული – თუ არ დაგვემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით