10 ათასი ლარი თავმჯდომარეს და 8 ათასზე მეტი რიგით დეპუტატს – “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვეტილება მიიღო და პარლამენტის წევრების ხელფასები გაზარდა. გადაწყვეტილება მომდევნო პარლამენტის წევრებს შეეხება. მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება ქვეყანად დამატებით თითქმის 6 მილიონი დაუჯდება – და ეს მაშინ როდესაც მმართველი პარტიის წევრების დიდი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში ფაქტობრივად არაფერს აკეთებს და მხოლოდ საკუთარი ბიზნესის ლობირებით არის დაკავებული. მილიონერი დეპუტატების რიცხვი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიურად იზრდება.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე
