1 300 000 ევროს უკანონოდ ლეგალიზებისთვის სასამართლომ საქართველოს და ავსტრიის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის 2 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული საქართველოს და ავსტრიის მოქალაქეებმა ჩაიდინეს. სასჯელის სახედ თითოეულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. რაც შეეხება კომპანიას, რომელიც საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდა – მას დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
პროკურატურის ინფორმაციით, ავსტრიის მოქალაქემ მოატყუა სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხურის კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები პირები. კონკრეტულად, საქონლის შესაძენად განკუთვნილი თანხა – 1 300 000 ევრო მის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინა. ჩარიცხული თანხა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხეს.
“აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 496 430 ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულ ავსტრიის მოქალაქეს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა, მასთან დაკავშირებული პირების სახელზე ფიქტიურად გაფორმებული, 1 267 800ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა და ორი ავტოსადგომი”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გვალია: ეხლა მომისმინეთ! ამ დასში მეც ვარ და მაგრად არ მსიამოვნებს როცა სხვის ნამოქმედარს მე და განსხვავებულ აზრზე მყოფ მსახიობებს გვტენიან არასწორად ინფორმირებული სააგენტოები თუ ინდივიდუალური პირები!