1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს

ოპოზიციის წარმომადგენლები გაგიჟებულები არიან და ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ ქვეყანას, ვითომ გაყალბდა, – განაცხადა თბილისის მერმა მ საპარლამენტო ს სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ საუბრისას.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ის შედეგი ვერ მიიღო, რასაც ელოდა, რის შემდეგაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
„ყველაფერი ძალიან მარტივია. სიყალბეა და გარედან მოწოდებული „მესიჯები“ იყო, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა. უნდა ეაქტიურა „გაფარჩაკებულ“, გაუბედურებულ ოპოზიციას, იმიტომ, რომ დამარცხდნენ. გარე ძალებმა ვერ მიიღეს ის შედეგი, რასაც ელოდებოდნენ. გაგიჟებულები არიან და ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ ქვეყანას, ვითომ არჩევნები გაყალბდა. 300 000 ხმაზეა საუბარი, წარმოგიდგენიათ?! ამ დროს, მათ ვეუბნებით, რომ წარმოადგინონ ერთი, კონკრეტული მტკიცებულება, ფაქტი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ არსებობს ბუნებაში. არჩევნების არანაირი გაყალბება არ მომხდარა. „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულად გაიმარჯვა. 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს. პროკურატურამაც ჩაატარა გამოძიება და გაყალბების არანაირი ფაქტი არ არსებობს“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, სახალხო დამცველმაც ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, არჩევნების შესაძლო გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

წლების განმავლობაში, პარტიებად და პოლიტიკოსებად იწოდებოდნენ ჯგუფები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებოდნენ უცხოურ ძალებს – მისასალმებელია, რომ პროკურატურამ 8 მათგანის მიმართ საქმე აღძრა, მაგრამ ეს ქსელი ბევრად უფრო ფართოა, აუცილებელია ყველა რგოლმა აგოს პასუხი

ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო